ყველაზე მასშტაბური შეტევები ომის დაწყებიდან - ასე ფასდება უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში განმავლობაში რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმები. რუსულმა ჯარებმა უკრაინის ტერიტორიებზე 100-ზე მეტი ავიაიერიში მიიტანეს.
დაიბომბა კიევის, ხარკოვის, ლვოვის, მიკოლაივის, ხმელნიცკის, როვნოს, ჟიტომირის, ვინიცის და დრეპროპეტროვსკის ოლქები.
დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტები, ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.