რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება

16 ნოემბერი 2022, 10:34 414 ნახვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პროვოკაციას უწოდებს მედიებისა და ოფიციალური პირების ინფორმაციას პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ.

როგორც უწყება აცხადებს, მათ უკრაინისა და პოლონეთის საზღვრის მახლობლად მდებარე სამიზნეები არ ჰქონიათ. "პოლონური მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და ოფიციალური პირების განცხადება,  "რუსული" რაკეტების პრეჟვოდოვის დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდნის შესახებ, მიზანმიმართული პროვოკაციაა და მისი მიზანი ვითარების დაძაბვაა.

უკრაინა-პოლონეთის სახელმწიფო საზღვრის მახლობლად მდებარე სამიზნეებზე რუსული განადგურების საშუალებებით არანაირი იერიში არ მიგვიტანია," - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი