14 ნოემბერს, რომის პაპის ინიციატივით, "სტადიო ოლიმპიკოზე" დიეგო მარადონას ხსოვნის პატივსაცემად ფეხბურთის ლეგენდების შეხვედრა გაიმართა. ვეტერანი და ზოგიერთი მოქმედი ვარსკვლავი ორ გუნდად გაიყო - თეთრები და და ლურჯები.
"თეთრ" გუნდში ითამაშა, შოთა არველაძემ რონალდინიოსთან, ხრისტო სტოიჩკოვთან და სხვა ლეგენდარულ ფეხბურთელებთან ერთად.
პირველი 25-წუთიანი ტაიმი "თეთრებმა" სწორედ ქართველი ექსფორვარდის წყალობით მოიგეს - 3:2. არველაძემ დუბლი შეასრულა, მან ჯერ ანგარიში გახსნა, შემდეგ კი 3:1 გახადა.
აღსანიშნავია, რომ არველაძემ ორივე გოლი ხრისტო სტოიჩკოვის პასებით გაიტანა.
მეორე ტაიმში უკრაინელმა ანდრიი ვორონინმა დუბლი შეასრულა და მატჩი ლურჯებმა 4:3 მოიგეს.