საქართველოს ნაკრებმა მაროკოსთან 17 ნოემბერს გასამართავი ამხანაგური შეხვედრისთვის საწვრთნელი შეკრება არასრული შემადგენლობით დაიწყო. ვილი სანიოლის გუნდმა ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრში ივარჯიშა.
საქართველოს ნაკრები არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გამგზავრებამდე კიდევ ერთ ვარჯიშს გამართავს. ჩვენი გუნდი ქალაქ შარჯაში დღეს ჩავა. შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდს 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, 9 მოგება და 2 ფრე. საქართველოს ნაკრები ბოლოს გასული წლის ოქტომბერში საბერძნეთის ნაკრებთან დამარცხდა, მაროკოს კი ისტორიაში პირველად დაუპირისპირდება.
აქვე გეტყვით, რომ მაროკოსთან ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება, ვინაიდან მას კიდევ აწუხებს ტრავმა, რომელიც „ლივერპულთან“ მატჩისას მიიღო, სათუოა გიორგი ჩაკვეტაძის თამაშიც.
მაროკოსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა მატჩი შარჯას სტადიონზე 17 ნოემბერს, 20 საათზე დაიწყება.