ზელენსკი გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას გამოეხმაურა

15 ნოემბერი 2022, 10:25 426 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი  მიესალმა დიდი ოცეულის სამიტზე ამერიკის შეერთებული შტატების და ჩინეთის განცხადებებს  ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარის დაუშვებლობის შესახებ.

,,მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა ერთობლივად განაცხადეს, რომ  ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა მიუღებელია. ყველამ იცის, ვისი მისამართით გაკეთდა ეს განცხადებები“ - თქვა ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში.

ორშაბათს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც   რუსეთს  უკრაინაში მის ქმედებებზე პასუხისმგებლობას აკისრებს და ასევე აღიარებს, რომ რუსეთმა უნდა აუნაზღაუროს ქვეყანას მიყენებული ზარალი. 

რეზოლუციაში, რომელსაც მხარი დაუჭირა ასამბლეის 193 წევრიდან 94-მა, ნათქვამია, რომ რუსეთმა, რომელიც თავისი მეზობლის ტერიტორიაზე თებერვალში შეიჭრა, პასუხი უნდა აგოს ყველა მის უკანონო ქმედებაზე.   

გენერალური ასამბლეის რეზოლუციები არ არის სავალდებულო, მაგრამ   აქვს  პოლიტიკური წონა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში