ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება

15 ნოემბერი 2022, 11:25 430 ნახვა

საქართველოში  ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი  ჩამოვიდა. ეს არის  ოლივერ ვარჰეის პირველი ვიზიტი საქართველოში მას შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყანას ევროპული პერსპექტივა მიენიჭა.  

სწორედ ევროპული დავალებების შესრულებაა მთავარი მიზეზი, რის გამოც უმაღლესი დონის სტუმარი საქართველოში ჩამოვიდა, ამიტომაც მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომლებსაც ოლივერ ვარჰეი, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააჟღერებს.    

საკმაოდ დატვირთულია გაფართოვების საკითხებში უმაღლესი კომისრის დღის წესრიგი. იგი შეხვდება ქვეყნის პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პარტიების წარმომადგენლებსაც.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში