ფრაქცია ''ქართული ოცნების'' თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ოპოზიციასთან ხვალიდან კონსულტაციების გამართვას აპირებს სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ განმარტა, ''ქართული ოცნება'' ამ დრომდე ელოდებოდა კონსულტაციებისთვის ინიციატივა გამოეჩინა თავად ოპოზიციას, თუმცა მათგან არ მიუღიათ შემოთავაზება.