ბათუმში ახალი საფეხბურთო სკოლა და კლუბი დაარსდა. უეფას „ბე“ (B) კატეგორიის მწვრთნელმა გიორგი ბერძენიშვილმა ბათუმის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელთან კახა ქაცარავასთან ერთად მიზნად მომავალ თაობაში ფეხბურთის პოპულარიზაცია და ახალი ტალანტების აღმოჩენა დაისახა.
გუნდი „ვესტ ჯორჯია“ მე-20 საჯარო სკოლის საფეხბურთო მოედანზე ვარჯიშობს და მალე პირველ საერთაშორისო ტურნირზეც იასპარეზებს.