„ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდო“- აღნიშნული პროგრამის ფარგლებში აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში 3 საბავშვო ფილმის ჩვენება მიმდინარეობს, სამი ფილმიდან ახალგაზრდა ჟიურის წევრებმა ერთი საუკეთესო ფილმი კენჭისყრის საშუალებით უნდა შეარჩიონ.
საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ პროექტს 2020 წლიდან ახორციელებს საქართველოში. 2022 წლიდან , ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდო , თბილისის გარდა, 3 ქალაქში ტარდება, პარალელურად 40 ქვეყანაში მიმდინარეობს ფილმის ჩვენება.
„ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდო“ 2012 წლიდან ევროპული კინოს დაჯილდოების ოფიციალური კატეგორიაა, რომლის მიზანია ახალგაზრდა აუდიტორიას წარუდგინოს მათთვის გადაღებული საუკეთესო ევროპული ფილმი.