მნიშვნელოვანი მატჩი საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისთვის

11 ნოემბერი 2022, 11:08 451 ნახვა

დღეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. ილიას ზუროსის გუნდი რეიკიავიკში ისლანდიას დაუპირისპირდება და მოგების შემთხვევაში, უდიდეს ნაბიჯს გადადგამს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ, სადაც არასდროს უთამაშია.  

ნაკრებში 14 კალათბურთელია გამოძახებული, მოახლოებული მატჩის განაცხადში კი 12 მათგანი მოხვდება. ისლანდია-საქართველოს მატჩი თბილისის დროით 23:35 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში