ამ დროის მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 211, „დემოკრატებმა“ კი 198 მანდატი მოიპოვეს

11 ნოემბერი 2022, 10:05 489 ნახვა

შეერთებულ შტატებში კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგებს ითვლიან. ბოლო 24 საათის განმავლობაში მონაცემები არსებითად არ შეცვლილა. ამ დროისათვის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს 211, დემოკრატებს კი 198 მანდატი აქვთ.

სენატში რესპუბლიკელებმა 49, დემოკრატებმა კი 48 მანდატის მოპოვება შეძლეს.

435-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატი სჭირდება.

მოიპოვებენ თუ არა რესპუბლიკელები სენატში უმრავლესობას, ამას არიზონისა და ნევადის შტატებიდან მიღებული შედეგები გადაწყვეტს.

ოფიციალური შედეგები 29 ნოემბერს გახდება ცნობილი. კონგრესის ახალი შემადგენლობა კი, 2023 წლის 3 იანვრიდან შეუდგება მუშაობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში