14 ნოემბერს ესპანეთში ახალგაზრდა მოკრივეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. საქართველოს ნაკრები ტურნირზე 9-კაციანი შემადგენლობით წარსდგება. მათ შორისაა ბათუმის კრივის აკადემიის მოსწავლე ლუკა ბეშლიოღლი, რომელიც 48 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს. საქართველოს ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ, მწვრთნელებმა ლაშა დუნდუამ და გოჩა რუსიამ ბათუმელი მოკრივე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვიეს, სადაც მან მსოფლიო ჩემპიონატის წინ უკვე გაიარა ორი საწვრთნელი შეკრება. ეს მისთვის სადებიუტო ჩემპიონატი იქნება. ბათუმის კრივის აკადემიის მწვრთნელების თქმით, მოკრივე კარგ ფორმაშია და მისგან მედალს ელოდებიან. აქვე გეტყვით, რომ აკადემიის კიდევ სამი მოკრივე ყაზახეთში იმყოფება, სადაც იქაურ ნაკრებთან ერთობლივ საწვრთნელ შეკრებას გაივლიან და მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ტურნირში.