შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში

10 ნოემბერი 2022, 11:37 527 ნახვა

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის -  ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია საქართველოს. ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვდა ილია დარჩიაშვილს. 

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე, ორი ქვეყნის ურთიერთობებზე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების კუთხით შექმნილ გამოწვევებზე.

ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტთან, ასევე  ვიზიტის ფარგლებში ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

იან ლიპავსკი ასევე  პატივს  მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი