რუს სამხედროებს რეალური პრობლემები აქვთ - ბაიდენი

10 ნოემბერი 2022, 10:35 441 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით,  უკრაინის ქალაქ ხერსონიდან და მდინარე დნიპროს დასავლეთ ნაპირიდან რუსული  ჯარების გაყვანის  შესახებ გადაწყვეტილება იმაზე მეტყველებს, რომ მოსკოვს სამხედრო კუთხით რეალური პრობლემები აქვს.

ბაიდენისთვის საინტერესო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ რუსეთი  აშშ-ის კონგრესის არჩევნების დასრულებას დაელოდა, რათა ჯარების გაყვანა გამოეცხადებინა. მისი თქმით, რუსული ჯარის გაყვანა ორივე მხარეს საშუალებას მისცემს გადაამოწმონ თავიანთი პოზიციები ზამთრისთვის,  მაგრამ ჯერ კიდევ გასარკვევია, არის თუ არა უკრაინა მზად რუსეთთან კომპრომისისთვის.

ბაიდენს იმედი აქვს, რომ დემოკრატები და რესპუბლიკელები შეძლებენ გააგრძელონ ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში სამშაბათს შუალედური არჩევნების შემდეგ, სადაც დემოკრატებმა მოსალოდნელზე უკეთესი შედეგი მიიღეს. ბაიდენის თქმით, აშშ-ი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში