რუსულმა ძალებმა გასული დღის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ 11 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს - უკრაინის გენშტაბი

10 ნოემბერი 2022, 10:31 472 ნახვა

რუსულმა ძალებმა გასული დღის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ 11 სარაკეტო და 22 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, - ამის შესახებ უკრაინის გენშტაბში აცხადებენ.

უწყების ცნობით, მტრის თავდასხმის ქვეშ 30-ზე მეტი დასახლება მოექცა.

„მტერმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში განახორციელა 11 სარაკეტო და 22 საჰაერო იერიში, ასევე 35-ზე მეტი შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. დაზარალდა დონეცკის, ლუგანსკის, დნიპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, მიკოლაივის, სუმის და ხერსონის ოლქების 30-ზე მეტი დასახლება", - აღნიშნულია ანგარიშში.

მათივე ცნობით, რუსული ძალები შეტევით ოპერაციებს ახორციელებენ ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში