ბულგარეთში გამართულ 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე კონტაქტურ კარატეში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ერთი ოქროს, ხუთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონი მარიამ წიკლაური გახდა, ვიცე-ჩემპიონები - ნაკრების კაპიტანი ლაშა ბაბუაძე, ლაშა ქობელაშვილი, საბა ბერაია, ავთანდილ პარწიკანაშვილი და ანრი მსხალაძე. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს კარენ ოგანეზოვმა, ალექსანდრე ბერაიამ და დავით ძნელაძემ. საქართველოს ნაკრები სამშობლოში უკვე დაბრუნდა და მზადებას მომავალი ტურნირებისთვის აგრძელებს.