წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელები ლიდერობენ

09 ნოემბერი 2022, 10:19 759 ნახვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საარჩევნო უბნების დიდი ნაწილი დაიხურა. ქვეყნის მასშტაბით ხმის დათვლის პროცესი დაწყებულია.

წინასწარი მონაცემებით, სენატში 45 ადგილს რესპუბლიკელები ფლობენ, დემოკრატებს კი 43 ადგილი ერგოთ. წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს 168, ხოლო დემოკრატებს 104 ადგილი აქვთ. 435-ადგილიან პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატი სჭირდება.

"BBC"-ის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, ტეხასში რესპუბლიკელი კანდიდატი, ილინოისში დემოკრატი კანდიდატი ლიდერობს. ფლორიდაშიც რესპუბლიკელი კანდიდატი იმარჯვებს. ჯერ უცნობია არიზონას შტატის შედეგები, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შტატია.

შუალედური არჩევნები გრძელდება. ოფიციალური შედეგები 29 ნოემბერს გახდება ცნობილი. კონგრესის ახალი შემადგენლობა კი, 2023 წლის 3 იანვრიდან შეუდგება მუშაობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი