ცვლილებებს ანგარიშში, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებას ასახავს, დღეს ბრიუსელში განიხილავენ. საკითხზე ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი იმსჯელებს. პლენარულ სხდომაზე კი ის, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს გავა.
წინასწარი ინფორმაციით, დოკუმენტში გაჩნდება ჩანაწერი მედიამენეჯერებთან დაკავშირებით - საუბარია დავით კეზერაშვილზე, ნიკა გვარამიასა და ავთანდილ წერეთელზე.
ასევე მთავარი საკითხი დეოლიგარქიზაციაა. ოპოზიციის განცხადებით, სტატუსის მისაღებად ამ ცვლილებების განხორციელება აუცილებელია.