საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ტესტების პირველ მატჩში თბილისში ურუგვაი დაამარცხა, მაგრამ მსოფლიო რეიტინგში მაინც უკუსვლა განიცადა.
შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებმა დინამო არენაზე 34:18 მოიგეს, თუმცა, ვინაიდან სამხრეთამერიკელებს კლასიფიკაციაში სოლიდური სხვაობით უსწრებდნენ, ქულათა იგივე რაოდენობა დარჩათ და კვლავაც მე-13 ადგილზე იმყოფებიან.
საქართველოს ნაკრების გადასწრება იტალიამ მოახერხა, რომელმაც პადოვაში სამოა დაამარცხა და მეთოთხმეტედან მე-12 პოზიციაზე აღმოჩნდნენ, სამოამ კი ერთბაშად 3 პოზიცია დაკარგა და მე-14 საფეხურზეა.
ქართველ მორაგბეებს მსოფლიო კლასიფიკაციაში ყველაზე მაღალი – მე-11 ადგილი 2016 და 2019 წლებში ეკავათ და ახლა, სწორედ ამ მიღწევის განმეორების შანსია. სამოელთა ნებისმიერი ანგარიშით ძლევის შემთხვევაში, ბორჯღალოსნები სწორედ მე-11 პოზიციას დაიბრუნებენ.