„ხალხის ძალა“ - სიცრუეზე აგებული მედიაგაშუქების სახით, ქვეყანას ჭირს უმძიმესი სენი

07 ნოემბერი 2022, 11:50 616 ნახვა

“სიცრუეზე აგებული მედია გაშუქების სახით ქვეყანას სჭირს უმძიმესი სენი, თუმცა ამისგან განკურნებას გვიკრძალავენ. „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის გამბედაობა, ამერიკელებს დაუპირისპირდეს”- “ხალხის ძალა“ მორიგ განცხადებას ავრცელებს, ადრესატთა შორის ისევ ამერიკის საელჩოა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სიცრუე და ზიზღის ენა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. საზოგადოებრივი მოძრაობის წევრების აზრით, „ეს პრობლემა განსაკუთრებული სიმძაფრით არის გამოხატული საქართველოში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი მედიასაშუალებები სიცრუეს და სიძულვილს ყოველდღიურად ტირაჟირებენ.“

„ხალხის ძალა“ აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიების მთავარი მომხმარებელი და დამკვეთი საელჩოა, რომელიც თავის მთავარ შანსს სწორედ ქართული პოლიტიკის რადიკალიზაციაში ხედავს“.

„ამ შემთხვევაშიც, მხოლოდ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას შეუძლია დაიცვას ქვეყანა იმ მანკიერებისგან, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებულ რისკებს შეიცავს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი