ლევან შავაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 

06 ნოემბერი 2022, 11:01 556 ნახვა

ბათუმში, სპორტის სასახლეში დაიწყო საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ღირსების ორდენის კავალერის და აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლევან შავაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

ტურნირი 15 წლამდე ჭაბუკთა შორის ტარდება და მასში საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად, სომხეთის 15 წლამდე ნაკრების მოჭიდავეებიც მონაწილეობენ.

ლევან შავაძე სპორტის ამ სახეობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი იყო. ის წლების მანძილზე მოღვაწეობდა ბათუმის სასპორტო სკოლაში და მისმა აღზრდილებმა,  მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ოლიმპიურ თამაშებზე და საერთაშორისო ასპარეზზე,  ჩვენს ქვეყანას 50-ზე მეტი სხვადასხვა სინჯის მედალი მოუტანეს.

ლევან შავაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი დღეს დასრულდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი