იტალიის სერია A-ს მე-13 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "ნაპოლიმ" გასვლაზე ბერგამოში "ატალანტა" 1-2 დაამარცხა.
ამ მატჩში ნეაპოლელებს ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელია ვერ ეხმარებოდა.
ანგარიში მე-19 წუთზე ადემოლა ლუკმანმა გახსნა და "ატალანტა" წინ გავიდა, 4 წუთში "ნაპოლიმ" საპასუხო გოლი გაიტანა.
ჟელენსკის ჩაწოდების შემდეგ ოსიმენმა თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა.
35-ე წუთზე კი ვიქტორ ოსიმენმა საგოლე გადაცემა ელიფ ელმასს გაუკეთა და ანგარიში 1-2 გახდა.
ამ მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ ლუჩანო სპალეტის გუნდს 35 ქულა აქვს და უახლოეს კონკურენტს 8 ქულით უსწრებს.
მომდევნო ტურში კი "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე 8 ნოემბერს "ემპოლს" უმასპინძლებს.