ირანის პრეზიდენტის მიმართვა ჯო ბაიდენს

04 ნოემბერი 2022, 17:47 497 ნახვა

ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ჯო ბაიდენს პასუხობს და აცხადებს, რომ ირანი 43 წლის წინ გათავისუფლდა. ასე გამოეხმაურა რაისი აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც „ირანის გათავისუფლების“ პირობა დადო. თეირანში აშშ-ის საელჩოში შეჭრის 43-ე წლისთავისადმი მიძღვნილ დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლისას იბრაჰიმ რაისიმ 1979 წლის ისლამურ ევოლუციაზე ისაუბრა. აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესის შუალედური არჩევნების კამპანიის დროს განაცხადა: „არ ინერვიულოთ, ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს. ისინი საკუთარ თავს ძალიან მალე გაათავისუფლებენ“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა. ბაიდენს არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად, რის გაკეთებას აპირებს აშშ-ის მთავრობა „ირანის გასათავისუფლებლად“. მის განცხადებას მწვავე რეაქცია მოჰყვა ირანში. მოედანზე შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად ისრაელისა და ამერიკის დროშები დაწვეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი