ოლაფ შოლცი ჩინეთში პირველი ვიზიტით ჩავიდა

04 ნოემბერი 2022, 17:44 541 ნახვა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთს სთხოვს რუსეთზე გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად გამოიყენოს. ამის შესახებ კანცლერმა ჩინეთში ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.როგორც ოლაფ შოლცმა აღნიშნა, ჩინეთის და გერმანიის ხელისუფლებები თანხმდებიან, რომ რუსეთის ბირთვული მუქარა მიუღებელია. „პრეზიდენტი სი ძინპინი  და მე ვთანხმდებით: ბირთვული მუქარები უპასუხისმგებლო და უკიდურესად საშიშია. ბირთვული იარაღის გამოყენებით რუსეთი გადაკვეთს საერთაშორისო საზოგადოების მიერ ერთობლივად გავლებულ ხაზს“, – განაცხადა შოლცმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი