ხვალ გახდება ცნობილი დათანხმდება თუ არა თხილვანას მოსახლეობა ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ პირობებს. ჯანდაცვის სამინისტრომ დაზარალებულებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები დაასრულა. თუმცა, როგორც უწყებაში გვითხრეს, დარჩენილია კიდევ რამდენიმე ოჯახი შესასწავლი, რომელთა მდგომარეობის შესახებ საბოლოო ინფორმაცია უწყებას 25 იანვარს ექნება. რამაზ ჯინჭარაძის თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე ოჯახია თანახმა, რომ დროებით ალტერნატიულ ფართში, ქირით გავიდეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანი მოსახლეობის უსაფრთხოებაა. იგივე პოზიცია აქვს მესამე სექტორსაც, სადაც აცხადებენ, რომ ადგილობრივებმა უსაფრთხოების მიზნით ტერიტორია უნდა დატოვონ.