სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი

04 ნოემბერი 2022, 14:26 348 ნახვა

ნაზი ჯანეზაშვილი პირველია 19 კანდიდატს შორის, რომელმაც სახალხო დამცველობის  მსურველთა გასაუბრებაზე უარი თქვა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან კანდიდატი მოხსნა.

რაც შეეხება პროტესტის მიზეზს, თქვა, რომ  გასაუბრების პროცესი არის შოუ, რადგან  ფიქრობს, რომ   ხელისუფლება მისდამი ლოიალურად განწყობილ სახალხო დამცველს ეძებს.

ამის გარდა ამბობს, რომ  პროცესში არის ინტერესთა კონფლიქტი და ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ პარლამენტის მოქმედი წევრი იაგო ხვიჩია ერთ-ერთი კანდიდატია. რაზეც მოქმედი დეპუტატი იაგო ხვიჩია პასუხობს, რომ ყველა მიზეზი აბსურდულია და ნაზი ჯანეზაშვილი დღეს გასაუბრებაზე უნდა მისულიყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში