„სიკეთე გადამდებია“ - საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმისა და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.
მათ ბათუმის წმ ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეში მცხოვრებ მოხუცებს ტანსაცმელი, პირველადი მოხმარების საგნები, საყოფაცხოვრებო ნივთები და საკვები პროდუქტი მიუტანეს.
ეს სტუდენტების პირველი ქველმოქმედება არ არის და როგორც ამბობენ, მომავალშიც გაგრძელდება.