საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეორე შეხვედრაში ქვეყნის თასისა და სუპერთასის მფლობელი „ბათუმი“ 6 ნოემბერს, სპორტის სასახლეში გურჯაანის „დელტას“ უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში „ბათუმი“ სტუმრად „კაკტუსთან“ 78:89 დამარცხდა და ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში ერთი ქულით მეცხრე ადგილზეა. მის მომავალ მეტოქეს „დელტას“ კი თითო-თითო მოგება-წაგება აქვს და ცხრილში 3 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს.
„ბათუმი“ მომავალი შეხვედრისთვის მზადებას განაგრძობს. მატჩი 6 ნოემბერს, ბათუმის სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება.
გუნდის მწვრთნელი იმედოვნებს, რომ გულშემატკივრები დარბაზს შეავსებენ და „ბათუმს“ სუპერლიგის მიმდინარე სეზონის პირველ საშინაო შეხვედრაში გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარებიან.