ტოკიოს „გრანდ სლემზე“ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 6 სპორტსმენით წარსდგება

04 ნოემბერი 2022, 10:07 468 ნახვა

3-4 დეკემბერს იაპონიის დედაქალაქი ტოკიო წლის დასკვნით გრანდ სლემს უმასპინძლებს. ტურნირის განაცხადში მხოლოდ ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურია, რომელიც 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამოვა. შეგახსენებთ, რომ 22 წლის ქართველი ძიუდოისტი ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელი სწორედ ტოკიოში გახდა, მას შემდეგ კი მხოლოდ ორ ტურნირზე გამოვიდა.

ობერვარტში ევროპის თასი მოიგო, ტაშკენტში კი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს დაეუფლა.

ტოკიოს გრანდ სლემზე საქართველოს ქალთა ნაკრების 5 წევრიც გამოვა. შეგახსენებთ, რომ იაპონიაში წასვლამდე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ბაქოს გრანდ სლემი ელის.

ტურნირზე, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქში დღეს დაიწყო,  11 ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი