ბათუმში, რამდენიმე ქუჩას ავარიულად დაზიანებულ მილზე სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი გაეთიშება.
"ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, 4 ნოემბერს, დღის 10:20 სთ-დან წყალმომარაგება შეწყდება. კომპანიში ამბობენ, რომ აბონენტებს შეზღუდვები 4 ნოემბერს 20:00 საათზე მოეხსნებათ.
წყლის მიწოდება შეეზღუდებათ ჰელიმიშზე, აღმაშენებლზე, აეროპორტის გზატკეცილზე, ფრიდონ ხალვაშის გამზირსა და ჩიხებში, ხახულის ქუჩასა და ჩიხებში მცხოვრებ აბონენტებს.