უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გურგენ გაგნიძე სამშობლოში ჩამოასვენეს

04 ნოემბერი 2022, 09:53 579 ნახვა

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, გურგენ გაგნიძე დღეს, გამთენიისას საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკოსები და ახლობლები იმყოფებოდნენ.

არსებული ინფორმაციით, გურგენ გაგნიძე ჯგუფთან ერთად ტყვეების ასაყვანად დაგეგმილ ოპერაციაში მონაწილეობის დროს, დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტში დაიღუპა.

მას მშობლიურ კუთხეში, ზესტაფონში გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

რუსეთ-უკრაინის ომს 24 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში