პოპულარული ბრიტანული სამოგზაურო ჟურნალი ბათუმის შესახებ სტატიას აქვეყნებს. გავლენიანი გამოცემა ბათუმში მოგზაურობის შვიდ მიზეზს ასახელებს, მილიონობით მკითხველს კი ბათუმში მოგზაურობისკენ მოუწოდებს.მოგზაურობის მიზეზებს შორის გამოცემა ქალაქის არქიტექტურას, სანაპიროს, ბუნებას, აჭარის მთებსა და გემრიელ სამზარეულოს ასახელებს. მთებზე საუბრისას ჟურნალისტი ხაზს უსვამს ეროვნული პარკების ბიომრავალფეროვნებასა და იუნესკოს აღიარებას. ვანდერლასტ-ის ყურადღების ცენტრში ექცევა ბათუმის ბულვარიც თავისი სანაპიროთი და ზღვისპირა არქიტექტურით, ასევე ქალაქის თანამედროვე და ძველი შენობების ნაზავი.