ქართული ოცნების წევრები ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს შეხვდნენ

02 ნოემბერი 2022, 17:55 501 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ფრაქცია „ქართული ოცნების“ სახელით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა წინა წლებში ჩატარებული საპარლამენტო და თვითმმართველობების არჩევნები მიმოიხილეს და იმ საარჩევნო რეფორმაზე ისაუბრეს, რომელიც ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების ფარგლებში ხორციელდება. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებმა შეხვედრა პარლამენტის დამოუკიდებელ წევრებთანაც გამართეს. 

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი