ევროკომისიის კიდევ ერთ მოთხოვნაზე - მეოთხე პუნქტზე, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას ეხება, პარლამენტი ამ წუთებში მსჯელობს.
ანტიკორუფციული ბიურო ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგად პოლიტიკას. ბიურო ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.
რაც შეეხება ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლეიც 12 პუნქტიდან ერთ-ერთია, ჩანაწერში ვკითხულობთ, რომ საჭიროა ახალი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის აღჭურვა მათი მანდატის შესაბამისი რესურსებით და მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაში.