მსოფლიო ძიუდოს ფრანგი ლეგენდა საქართველოში ჩამოდის 

02 ნოემბერი 2022, 10:29 507 ნახვა

26 ნოემბერს გორის სპორტის სასახლე ძიუდოში ჩემპიონთა ლიგას უმასპინძილებს. გორში გასამართ საკლუბო ტურნირზე სამგზის ოლიმპიური  ჩემპიონი, მსოფლიოს ათგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი  ტედი რინერი დარეგისტრირდა. 

ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოდან  „გოლდენ გორი“  და „მებრძოლი“ გამოვლენ. გასულ ჩემპიონთა ლიგაზე კი  ''გოლდენ გორმა'' ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გორში ვერ ვიხილავთ ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულ  რუსულ ''იავარა-ნევას'', რადგან  რუსი სპორტსმენები საერთაშორისო შეჯიბრებებს ჩამოაშორეს.

აღსანიშნავია, რომ კაცთა და ქალთა ჩემპიონატის გამარჯვებულები 12-12 ათას ევროს მიიღებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი