ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ სანქცირებულთა ახალ სიაში სპორტულ სფეროში მომუშავე რუსები შეიყვანა. ჩამონათვალში ორი ლეგენდარული სპორტსმენია – ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ალექსანდრ კარელინი და ჰოკეიში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვლადისლავ ტრეტიაკი. გარდა ამისა, სიაში მოხვდნენ რუსეთის ტრიატლონის ფედერაციის პრეზიდენტი ქსენია შოიგუ, რომელიც რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს შვილია, ციგურებით რბენაში ოლიმპიური ჩემპიონი სვეტლანა ჟუროვა, საკალათბურთო ლიგის საპატიო პრეზიდენტი სერგეი ივანოვი და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი ალექსანდრ ჟუკოვი.