ჰელოუინის დღესასწაულზე მომხდარი ჭყლეტისას მსხვერპლთა რიცხვი 154-მდე გაიზარდა. დაშავებულია 149 ადამიანი, მათგან 33-ის მდგომარეობა მძიმეა. დაღუპულთა შორის 26 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. თვითმხილველების თქმით, ქაოსი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც სეულის იტევონის უკვე გადაჭედილ ვიწრო ხეივანს ასობით ადამიანი მიაწყდა. ექიმების განცხადებით, ჭყლეტის დროს უჰაერობისა და პანიკის გამო ადამიანებს გული გაუჩერდათ. პოლიციის ინფორმაციით , ჰელოუინის დღესასწაულს 100 ათასი ადამიანი ესწრებოდა. ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ჩაატარებს მომხდარის საფუძვლიან გამოძიებას და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ განახორციელოს საჭირო ცვლილებები, რათა ასეთი უბედური შემთხვევა არ განმეორდეს. სამხრეთ კორეის პრეზიდენმა მომხდარის გამო გლოვა გამოაცხადა.