ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ UFC-ში მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.
ლას ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე დოლიძე ამერიკელ ფილ ჰოუსს დაუპირისპირდა და პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
ქართველმა მეტოქეს მძიმე დარტყმები მიაყენა, ბოლოს კი დაანოკაუტა.
რომან დოლიძემ საერთო ჯამში კარიერაში მე-12 ბრძოლა ჩაატარა და მის ანგარიშზე 11 გამარჯვებაა.