დღეს "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე "სასუელოს" უმასპინძლებს

29 ოქტომბერი 2022, 12:20 520 ნახვა

იტალიის "სერია A" -ს მე-12 ტურის შეხვედრაში ''ნაპოლი'' საკუთარ მოედანზე ''სასუელოს'' უმასპინძლებს.

გასული 11 ტურის შემდეგ სპალეტის გაწვრთნილ ნეაპოლელებს 29 ქულა აქვთ და პირველ ადგილზე იმყოფებიან, ხოლო ''სასუელო''   15 ქულით მე-9 პოზიციაზეა.
ეს დაპირისპირება დღეს  29 ოქტომბერს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

ბოლო შეხვედრაში ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია სრული მატჩი პირველად  დაასვენა და დღეს  გასამართ შეხვედრაში იტალიური მედია  ქართველს ისევ ძირითად შემადგენლობაში ელოდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში