ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის თასის გათამაშებაზე 2004-2005 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაში ხუთი ბათუმელი ხელბურთელი ირიცხება.ქართველმა ხელბურთელებმა დაამარცხეს ბულგარეთის, ალბანეთის, დიდი ბრიტანეთის ნაკრებები, გადამწყვეტ შეხვედრაში კი მასპინძელ კოსოვოს 27:22 მოუგეს და პირველი ადგილი დაიკავეს. მომდევნო ეტაპი უკვე ინტერ-კონტინენტალური თასის პლეი-ოფია, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები ყველა კონტინენტის გამარჯვებული გუნდები იქნებიან. ტურნირი 2023 წლის მარტში გაიმართება და გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. დღეს წარმატებულ ხელბურთელებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში უმასპინძლეს.