რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოების გამოხმაურება

28 ოქტომბერი 2022, 14:49 390 ნახვა

,,სახალხო დამცველს უნდა გამოარჩევდეს ადამიანის უფლებების დაცვის ხანგრძლივი გამოცდილება, რომელიც "საჯარო და თვალსაჩინოა"|- ასე ფიქრობენ სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოსა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრები. ორგანიზაციები ომბუდსმენის არჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. მიაჩნიათ, რომ "სახალხო დამცველის კანდიდატს უნდა ჰქონდეს მაღალი კომპეტენცია, უნდა იყოს თითოეული ადამიანის უფლებათა მტკიცე  ქომაგი, იმის მიუხედავად, რომელ ჯგუფს შეიძლება მიეკუთვნებოდეს იგი - უმრავლესობასა თუ უმცირესობას; ამასთან  უნდა ხასიათდებოდეს პრინციპულობითა და შეუვალობით და არ უნდა ერიდებოდეს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც, შესაძლოა, ხელისუფლებას, უმრავლესობას, ან რომელიმე დაინტერესებული ჯგუფს არ  მოსწონდეს ან არ იზიარებდეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი