საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შემოდგომაზე სამ ტესტ-მატჩს გამართავს.ორს საქართველოში და ერთსაც უელსში. სამივე მეტოქე 2023 წლის მსოფლიო თასის მონაწილეა. ბორჯღალოსნები 6 ნოემბერს ურუგვაის უმასპინძლებენ, ხოლო 12 ნოემბერს – სამოას. ნოემბრის ტესტები 19 ნოემბერს კარდიფში, უელსის ნაკრების წინააღმდეგ მატჩით დასრულდება. ცნობილია მსაჯთა ვინაობაც, რომლებიც საქართველოს მატჩებს განსჯიან. ურუგვაისთან შეხვედრის მთავარი მსაჯი ახალზელანდიელი პოლ ვილიამსი იქნება, სამოასთან - ავსტრალიელი დეიმონ მერფი. კარდიფში კი უელსი-საქართველოს შეხვედრას იტალიელი ანდრეა პირადი განსჯის. აღსანიშნავია, რომ სამივე მსაჯს საქართველოს ნაკრების მატჩები არაერთხელ უმსაჯიათ.