მილანთან მდებარე სავაჭრო ცენტრში თავდამსხმელმა 6 ადამიანი დაჭრა, მათ შორის არის საფეხბურთო კლუბ „არსენალის“ ცენტრალური მცველი პაბლო მარი. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ფეხბურთელის მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევის შედეგად დაჭრილთაგან 1 გარდაიცვალა, 3-ის მდგომარეობა კი მძიმეა. დაწყებულია გამოძიება.