სტიქია მაღალმთიან აჭარაში. მეწყრული პროცესი განვითარდა ზამლეთი-ხიხაძირის ცენტრალურ მაგისტრალზე.ტერიტორია დილიდან იწმინდება და ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობაც უკვე აღდგენილია. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ხულოს განყოფილების უფროსის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებული მცირე ქვათაცვენები აღმოფხვრილია.