ინტენსიურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხებისა და სანიაღვრე ჭების გაწმენდა - "ბათუმის წყალი"

28 ოქტომბერი 2022, 11:28 592 ნახვა

"ბათუმის წყალის" ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები სანიაღვრე არხებისა და ცხაურების გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებნენ.

მათივე ცნობით, ბათუმის მასშტაბით გაწმენდილია ცხაურის ზედაპირები, რათა არ შეიქმნას წყლის დაგუბების პრობლემები. ასევე, ინტენსიურად იწმინდება ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხები.

გუშინ, ბათუმში, ძლიერი წვიმის შედეგად, სანიაღვრე არხებში ადიდებული მდინარეებიდან მოხვედრილი ნატანი მასალის გამო, რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი