ბრიტანეთის ახალ პრემიერს ზელენსკი და ბაიდენი ტელეფონით ესაუბრნენ

26 ოქტომბერი 2022, 10:06 426 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი  ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს ტელეფონით ესაუბრა და უკრაინაში მიიწვია. „მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორობა და უკვე ტრადიციული ბრიტანული ლიდერობა დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვაში, მომავალშიც მხოლოდ გაძლიერდება.  – განაცხადა ზელენსკიმ. თავის მხრივ რიში სუნაკი უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის დაჰპირდა, რომ მისი პრემიერობის დროს ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი იქნება მტკიცე და ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს.

გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ-მინისტრს  ტელეფონით აშშ-ის პრეზიდენტი  ჯო ბაიდენიც ესაუბრა. „ლიდერები შეთანხმდნენ ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე უკრაინის მხარდაჭერისთვის და რუსეთისთვის აგრესიის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით“, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი