პენტაგონი და თეთრი სახლი რუსეთს დეზინფორმაციაში ადანაშაულებენ

26 ოქტომბერი 2022, 10:36 390 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყება ვერანაირ ნიშნებს ვერ ხედავს, რომ ვლადიმერ პუტინი ბირთვული ან „ბინძური“ ბომბის გამოყენებას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება პენტაგონის პრესსპიკერმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა გააკეთა.   მისი თქმით, შეერთებული შტატები სიტუაციის განვითარებას ყურადღებით აკვირდება. ანალოგიური განცხადება გაკეთდა თეთრ სახლშიც. 

არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული ბომბის გამოსაყენებლად - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმაც და აღნიშნა, რომ  რუსეთისთვის უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენება დიდი შეცდომა იქნება, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი