,,არა ფემიციდს“ - პროკურატურის წარმომადგენლები ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეხვდნენ.
ფემიციდის წინააღმდეგ შეხვედრაზე ბენეფიციარებს მათი უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
ისაუბრეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა საჭიროებებზე, მათთვის სპეციალური სერვისების მიწოდებასა და სამართლებრივ დახმარებაზე.