ილია თოფურია 10 დეკემბერს ბრაის მიტჩელთან იჩხუბებს

26 ოქტომბერი 2022, 10:02 560 ნახვა

იუ-ეფ-სი-ს ქართველი მებრძოლის ილია თოფურიას მომავალი მეტოქის ვინაობა გაირკვა. "მატადორი" მომდევნო ბრძოლას 10 დეკემბერს, ლას ვეგასში დაგეგმილ ტურნირში იუ-ეფ-სი-ს 282-ში გამართავს, მისი მოწინააღმდეგე კი ამერიკელი ბრაის მიტჩელი იქნება.

ესპანეთის მოქალაქეობის მქონე ილია თოფურიას ემ-ემ-ეი-ში ზედიზედ 12 ორთაბრძოლა აქვს მოგებული, იუ-ეფ-სი-ში კი ოთხიდან სამ შეხვედრაში ნოკაუტით გაიმარჯვა.

ილია ოქტაგონზე ბოლოს მარტში გავიდა და ჯეი ჰერბერტი დაამარცხა, თავის დივიზიონში კი მე-14 პოზიციას იკავებს.

რაც შეეხება ბრაის მიტჩელს, ამერიკელის ბალანსი 15-0-ზეა, იუ-ეფ-სი-ს კი 6 მოგება აქვს. მიტჩელმა ბოლოს ედსონ ბარბოზა დაამარცხა და ნახევრად მსუბუქ დივიზიონში მე-9 პოზიციაზეა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი