ძიუდოს ახალი რეიტინგი

25 ოქტომბერი 2022, 17:34 678 ნახვა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ აბუ დაბის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ მსოფლიო რეიტინგი განაახლა. განახლებულ რეიტინგში დიდი წინსვლა აქვთ აბუ დაბის გრანდ სლემის ჩემპიონებს გიორგი სარდალაშვილსა  და  ბექა ღვინიაშვილს, ასევე ვიცე-ჩემპიონს სოფიო სომხიშვილს. გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიოს მე-20 ნომრიდან მე-7 პოზიციაზე გადაინაცვლა. ბექა ღვინიაშვილმა ჩემპიონობის შემდეგ, მსოფლიო რეიტინგში მეხუთე პოზიციიდან მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ვიცე-ჩემპიონმა სოფიო სომხიშვილმა 700 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და მსოფლიო რეიტინგის 37-ე პოზიციიდან მე-19 ადგილზე გადაინაცვლა. 90 კილოგრამში ლუკა მაისურაძე და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, შესაბამისად, მე-5 და მე-7 პოზიციებზე არიან, პირველი ადგილი შეინარჩუნა 81 კგ-ში მსოფლიოს ახალმა ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა, რომელიც ამასთანავე ყველა წონის ლიდერიცაა. მეორე პოზიციაზე დარჩნენ ლაშა შავდათუაშვილი  და  გურამ თუშიშვილი. რაც შეეხება ეთერ ლიპარტელიანს, ის მსოფლიო რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი